პროექტი – ენაში გაფანტული მარგალიტები

პროექტის სახელი: ენაში გაფანტული მარგალიტები
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მივიწყებული ქართული სიტყვებისა და გამოთქმების მოძიება შეგროვება.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მივიწყებულ ქართულ სიტყვებსა და გამოთქმებს, სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ სიტყვებსა და გამოთქმებს. გამოიკვლევენ მათ წარმოშობას, მოიყვანენ მაგალითებს, დააკვირდებიან, რა ასახვა პოვეს ამ სიტყვებმა ლიტერატურაში, გეოგრაფიული ადგილების სახელწოდებებში, პიროვნებების მეტსახელებსა და გვარებში, გამოიკვლევენ, რომელი ფოლკლორული ან ლიტერატურული პერსონაჟი ასოცირდება ამ იშვიათ სიტყვებთან. მოსწავლეებს შეუძლიათ დაწერონ ესეები აღნიშნულ თემაზე, ასევე ლექსები. მოეწყობა ვიქტორინა . მოძიებული მასალებით შეადგენენ მევიწყებული ქართული სიტყვებისა და გამოთქმების ლექსიკონის ელექტრონულ ვერსიას.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: შეუზღუდავი
ვადები/ხანგრძლივობა: ექვსი თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ლიტერატურულ ნაწარმოებებში მაგალითების მოძიება, ვიქტორინისთვის კითხვარის შედგენა, ესეების დაწერა, ნამუშევრების განთავსება ბლოგში , ლექსიკონის ელ.ვერსიის შედგენა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მივიწყებული ქართული სიტყვებისა და გამოთქმების ლექსიკონის ელექტრონული ვერსია, მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ინტერვიუს აღების უნარებს.
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ქართული ენის ლექსიკის მარაგს, უკეთ გაიცნობენ საქართველოს კუთხეების თავისებურებებს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართულ ლიტერატურა – გაიღრმავებენ ცოდნას ლიტ.ნაწარმოებებით, ისტორია – ისტორიულ მოვლენებში პარალელებს გაავლებენ, გეოგრაფიაში – დააკვირდებიან, რა შესაბამისობაა სიტყვებსა და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას შორის, მათემატიკა – დაწყებით კლასებში დათვლის უნარს გაიუმჯობესებენ.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ქ.რუსთავის კერძო სკოლა "მილენიუმი", ქ.გორის #7, #8 საჯარო სკოლები, სოფ.ხიდისთავის საჯარო სკოლა, ქ.რუსთავის #11, #14, #21, #22, #23 საჯარო სკოლები, თბილისის #76, #77, #124, #180 საჯარო სკოლები, ხაშურის #7 საჯარო სკოლა, ქუთაისის #32 საჯარო სკოლა, ზუგდიდის #9 საჯარო სკოლა.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ეთერი პაიჭაძე, ქ.რუსთავის კერძო სკოლა "მილენიუმის" საინფორმაციო მენეჯერი
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: etuni13@gmail.com
პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?14@@.1e9ed06b/0
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://margalitebi.blogspot.com

64 comments:

inga said...

zalian saintereso proeqtia, magram vpiqrob eqvsi tve amis gansaxorcieleblad cotaa, proeqtis avtors vusurveb miigos is shedegi, rasac elis!

დალიკა said...

პწკალა-კიბე

Lali Mchedlishvili said...

gamarjoba.me var #5 sajaro skolis kartuli enisa da literaturis mascavlebeli. mainteresebs konkretulad romeli klasis moscavleebi gebuloben monacileobas am proektshi?

eto paichadze said...

პროექტში მონაწილეობა ყველა ასაკის მოსწავლეს შეუძლია. 6 თვე არაა ცოტა დრო.რაც უფრო მეტი მოსწავლე და პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას, მით უფრო გამდიდრდება ეს ლექსიკონიც.
გისურვებთ წარმატებეს.

eto paichadze said...

პწკალა –საინტერესო სიტყვაა, მიუთითეთ რომელ კუთხეში იხმარება ეს სიტყვა და შესაბამისი გამოთქმებიც დაურთეთ.

ქეთი ნატროშვილი said...

ეთო ძალიან საინტერესო პროექტია, ვფიქრობ ჩავერთო, მაგრამ თავიდან შენი კონსულტაციები დამჭირდება

რუსთავის 23-ე სკოლის ისტ მენეჯერი

მზია მაკრახიძე გორი #8 საჯარო სკოლა said...

DZALIAN MOMEWONA TQVENI PROEQTI.CHEMI SKOLIS QARTULI ENIS MASWAVLEBELMA GADAWKVITA AM PROEQTZE MUSHAOBA.WARMATEBEBS GISURVEBT.GORIS # 8 SAJARO SKOLIS GEOGRAFIIS MASWAVLEBELI MZIA PAVLIASHVILI.

eto paichadze said...

მივესალმები გორის #8 სკოლის ჩართვას ამ პროექტში. ველი თქვენგან საინტერესო მასალებს ლექსიკონისთვის.
გისურვებთ წარმატებებს.

manana said...

ამ პროექტში მონაწილეობით ბავშვები გაიმდიდრებან ქართული ენის ლექსიკის მარაგს, უკეთ გაიცნობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის თავისებურებებს, გაიღრმავებენ ცოდნას ლიტერატურული ნაწარმოებებით, კიდევ ერთხელ ხელშესახებად იგრძნობენ თუ რა მდიდარია ქართული ენა.

ქეთი ნატროშვილი said...

ეთო ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტეთ შენს პროექტზე მუშობა 10 კლასლებთან ერთად.
23-ე სკოლის ისტ მენეჯერი თეა გუჯბიძე

eto paichadze said...

თეა, მიხარია, რომ რუსთავის #23 სკოლაც ჩაერთო პროექტში. გისურვებთ წარმატებებს.

Anonymous said...

მომწონს თქვენი პროექტი, საინტერესო თემა შეგირჩევიათ.

Anonymous said...

ნანა წაქაძე 24-ე საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი

საინტერესო ტემა შეგირჩევიათ, ძალიან მომეწონა.

Unknown said...

შავ მარგალიტებში ლ ასოზე დავამატოთ სიტყვა „ლინეიკა“ - სახაზავი;

პროექტში შეტანილი იქნას ნეოლოგიზმების ლექსიკონი

eto paichadze said...

ლიკას იდეა მომწონს ნეოლოგიზმებისთვის ცალკე ლექსიკონის შექმნისა, მაგრამ ასეთი სიტყვების განმარტებებიც თქვენ უნდა მომაწოდოთ, ნამდვილად სახალისო იქნება მაგალითად "ტელევიზორის" თქვენებური განმარტება, ან კიდევ "მობილური ტელეფონის".

Anonymous said...

dzalian momwons tqveni proeqti. msurs monaiwleobis migeba maqvs konkretuli gegma da warmogidgent aucileblad. axla ki madloba minda gitxrat am shesanishnavi wamowyebistvis

Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
ნანა ლომიძე said...

მოგესალმებით გორის მე-8 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.გადავწყვიტე ვიმუშაო ამ შესანიშნავ პროექტზე.მაინტერესებს,სიტყვები აუცილებლად მხატვრული ნაწარმოებიდან უნდა შევაგროვოთ თუ სოფლის მეტყველებიდან?გვაქვს ასევე მეგობრების მეტყველებისას მოსმენილი ანგლიზმები,ბარბარიზმები და ჟარგონები. ვფიქრობ,საკმაოდ ვრცელი იქნება.ხომ არ აჯობებს ერთ კონკრეტულ საკითხზე ვიმუშაოთ,თუმცა ეს ყველაფერი უკვე გვაქვს.აუცილებელია თუ არა ფოტო მასალის დართვა სამუშაო პროცესში?ჩართული მყავს 10 მოსწავლე,მათი რაოდენობა შეზღუდული ხომ არ არის?

eto paichadze said...

გამარჯობა ნანა,
ეს სიტყვები ლიტერატურული ნაწარმოებებიდანაც უნდა შეგროვდეს და სოფლის მეტყველებიდანაც (ინტერვიუერები სოფლის მაცხოვრებლები იქნებიან), როგორც პროექტში წერია. მონაწილეთა რიცხვი შეუზღუდავია. შეგიძლიათ საკუთარი ბლოგი გააკეთოთ თქვენი გემოვნებით, თუ როგორ ახორციელებს ამ პროექტს თქვენი სკოლა, განათავსეთ ფოტომასალასაც, თუ გაქვთ.შემატყობინეთ ბლოგის მისამართი.
გისურვებთ წარმატებებს!

ნანა ლომიძე said...

მოგესალმებით ქალბატონო ეთერ
რას გვეტყვით ბარბარიზმებზე, ჟარგონებსა და ანგლიზმებზე რომლრბსაც ბავშვები მეგობრებისა და ოჯახის წევრების მეტყველებიდან აგროვებენ. რა თქმა უნდა იქნება დართული მაგალითებიც, რომლებშიც გამოყენებულია ეს სიტყვები.

პატივისცემით გორის #8 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ლომიძე

eto paichadze said...

ქალბატონო ნანა, ბარბარიზმებსა და ჟარგონებისთვისაც გამოვძებნით ადგილს ამ ბლოგში. მაგრამ იქნებ საკუთარი ბლოგიც გეცადათ, სადაც თქვენი სკოლის მიერ ამ პროექტის განხორციელებას აღწერდით. მე გპირდებით, რომ მის მისამართს აუცილებლად განვათავსებ ამ ბლოგზე.

ქეთი ნატროშვილი said...
This comment has been removed by a blog administrator.
მზია მაკრახიძე გორი #8 საჯარო სკოლა said...

მოგესალმებით ქალბატონო ეთერ!
მაინტერესებს ვიმუშაოთ თუ არა ანგლიზმებსა და ჟარგონებზე.ბლოგის მისამართი ჯერ არ მაქვს,ამიტომ ვერ გიგზავნით.რომელ სიტყვებსაც შევაგროვებთ ნაწილ-ნაწილ გამოვაგზავნოთ თუ ერთად?
გორის მე-8საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ლომიძე.

eto paichadze said...

მზია და ნანა, პროექტის მიზანია საქართველოს კუთხეებში გავრცელებული სიტყვებისა და გამოთქმების მოძიება და გამოკვლევაა, რათა ისინი დავიწყებას არ მიეცეს. პროექტის დასრულებისას ხომ "ენაში გაფანტული მარგალიტების" ლექსიკონი უნდა შეიქმნას.
პროექტის მონაწილეებმა მომაწოდეს აზრი, რომ რადგან ბარბარიზმებითა და ანგლიზმებით ქართულ მეტყველება ძალიანაა გაჯერებული,ცალკე შევქმნათ ასეთი სიტყვების ლექსიკონი. "შავი მარგალიტების" ლექსიკონის შედგენა არაა პროექტის მთავარი აქტივობა, თუმცა შეგვიძლია დავაკავშიროთ მასთან.
ასე რომ შეგიძლიათ შეაგროვოთ და გამოაგზავნოთ თქვენს მიერ მოძიებული მასალები თანდათან, ნაწილ–ნაწილ.
პატივისცემით
ეთერი პაიჭაძე

ს ს said...

gamarjobat,

23 oqtombridan vickebt tqvens proeqtze
mushaobas.

xelmdzgvaneli pedagogi - lamara nonikashvili
biologiis pedagogi
qalaqi gori, sofeli xidistavi
xidistavis sajaro skola


sofio somxishvili
ist menejeri
xidistavis sajaro skola

eto paichadze said...

სოფიო,
სასიამოვნოა რომ თქვენი სკოლა ჩაერთო ამ პროექტში, გისურვებთ მრავალფეროვანი მასალების მოძიებას.

ana xojashvili said...

მოგესალმები,
და ვაგრძელებთ მუშაობას თქვენს პროექტზე„
ორშიმო-ღვინის ამოსაღები ქვევრიდან
სერა-სადღობლის მოსაკვრელი დამუშავებული თხელი ტყავი.
სარცხი-ქვევრის სარეცხი
სამურველი-სპეციალური რკინის სავარცხელი საქონლის დასავარცხნად.
მაშა-ნაკვერჩხლის ასაღები
პირი გამომიხანხლე(კახეთი)-პირი გამომიწვი
ძოღან-წეღან

ნანა ლომიძე said...

ქალბატონო ეთერ!ჩვენ შევაგროვეთ შიდა ქართლის დიალექტები,ვფიქრობ,ურიგო არ იქნება იმ სოფლის ტოპონიმების შეტანა სადაც დიალექტები შევაგროვეთ.თქვენ რას გვირჩევთ?რაც შეეხება ლიტერატურულ ნაწარმოებს,შიდა ქართლის დიალექტები ნაკლებად არის.შეიძლება თუ არა ნაწარმოებიდან სხვა კუთხის დიალექტები შევიტანოთ?

eto paichadze said...

ქალბატონო ნანა,
რადგან შიდა ქართლის ტოპონიმებზე ბევრი მასალა დაგიგროვდათ, შეგიძლიათ, ცალკე ბლოგი შექმნათ, სადაც თქვენს მიერ მოგროვებულ ინფორმაციას განათავსებთ.
ლიტერატურულ ნაწარმოებებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სხვა კუთხის დიალექტების მაგალითები მოიყვანოთ.

მარინა ტარუღიშვილი said...

ძალიან საინტერესო თემაა ჩემთვის,რადგანაც ვარ ისტორიის მასწავლებელი და დიდ ყურადღებას ვუთმობ ახალგაზრდების დაინტერესებას
ქვეყნის ისტორიითა და კულტურით.დიდი
მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა ჩაბმას პროექტში,რადგანაც მათ უმუშავდებათ კვლევის უნარ–ჩვევა,სწავლობენ სხვადასხვა კუთხის ტრადიციებს,მის ისტორიას,ეთნოგრაფიულად შეისწავლიან.

medi said...

leksikonze mushaoba yoveltvis sainteresoa.gisurvebt tsarmatebebs.

ana xojashvili said...

გამარჯობათ!

ჭანჭახი-ცუდი, ტალახიანი ამინდი
ბჟიტი-დაუსრულებელი მარცვალი
ვარცლი-ცომის მოსაზელი ხის ჭურჭელი
ყისმათი(კახეთი)- ბედი
ღალიანი-ცხიმიანი, მსუყე
#14 სკოლა

eto paichadze said...

ქალბატონ ანას დიდ მადლობას მოვახსენებ მოწოდებული მასალისთვის.

მარინა ტარუღიშვილი said...

ძალიან სასარგებლო პროექტია.ჩვენ სურვილი გვაქვს ჩავერთოთ.
124–ე სკოლის მასწავლებლები
მარინა ტარუღიშვილი,ნანა გამგებელი

eto paichadze said...

ქალბატონო მარინა, როდესაც გადაწყვეტთ პროექტზე მუშაობის დაწყებას, შემატყობინეთ.

მარინა ტარუღიშვილი said...

ქალბატონო ეთერ, ვიწყებთ პროექტზე მუშაობას.
124–ე სკოლის მასწავლებლები მარინა ტარუღიშვილი,ნანა გამგებელი.

eto paichadze said...

მივესალმები #124 სკოლის ჩართვას ამ პროექტში. გისურვებთ წარმატებებს!

თამრიკო said...

Mogesalmebit! Proeqtis idea kargia. gavacani chemi skolis maswavleblebs da vfiqrobt chavertot am proeqtshi.

ქ. თბილისის 76-ე საჯარო სკოლა said...

ქაბატონო ეთერ
ჩვენი ბლოგი სრულიად განახლებულია, მაგრამ არაა დასრულებული.
გთხოვთ ნახოთ და გამოგვეხმაუროთ.
76-ე საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები

eto paichadze said...

მივესალმები 76–ე სკოლის მოსწავლეებს, ვნახე თქვენი ბლოგი, რომელიც პირველი ბლოგია ამ პროექტში და სამაგალითოც.
გისურვებთ წარმატებებს.

nini said...

მიუხედავად იმისა,რომ მათემატიკოსი ვარ.უდიდესი სიამოვნება მომანიჭა ლექსიკონის წაკითხვამ. დიდი მადლობა, რომ ზრუნავთ ქართული ენის სიწმინდეზე.

kaxa said...

ააპიპინა (გურია)-აავსო
აპიპინებული - ავსებული

ძალიან საინტერესო პროექტია.

გვანცა მგალობლიშვილი said...

cavikitxe tqveni leqsikoni da dzalian momecona.gisurvebt carmatebebs proeqtis ganxorcielebashi.

გვანცა მგალობლიშვილი said...
This comment has been removed by a blog administrator.
ელისო said...

saintereso proeqtia,me mgoni shevdzlebt tanamshromlobas tu ra tkma unda cinaagmdegi ar iqnebit

eto paichadze said...

ქალბატონო, ელისო, გელით ჩვენს პროექტში.

ნანა წიკლაური said...

მე ვარ 74-ე სკოლის მასწავლებელი.მომეწონა თქვენი პროექტი. მსურს, ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ჩავერთოთ ამ პროექტში.

eto paichadze said...

ქალბატონო ნანა, რაც უფრო მეტი მოსწავლე ჩაერთვება ამ პროექტში, მით უფრო სრულყოფილ და საინტერესო ლექსიკონს მივიღებთ. ველი თქვენი მოსწავლეების გამოხმაურებას.

liasamxaradze said...

mogesalmebit!namdvilad saintereso proeqtia.me xshirad var guriashi, da minda gitxrat ,uamrav kutxur sitkvas shexvdebit, btckalas--
sakatmeze midgmul katmis asasvlel patara kibes edzaxian.
tu itcit kruxs ras edzaxian guriashi?

lia

eto paichadze said...

ქალბატონ ლიას მინდა მივესალმო ჩვენს პროექტში. გურიაში კრუკს მოჭუას ეძახიან, სასაცილო გამოსათქმელი კია. მე თვითონ გურული ვარ და ბევრი ასეთი მარგალიტის შემოთავაზება შემიძლია, მაგრამ მინდა თქვენ შეავსოთ ეს ლექსიკონი თქვენი მოწაფეების დახმარებით.
დამდეგ შობა–ახალ წელს გილოცავთ!!!
ამ საახალწლო არდადეგებზე შეხვდებით ახლობლებს, ნათესავებს და შესაძლებლობა გექნებათ დააგროვოთ საკმაო მასალა ჩვენი პროექტისთვის.
ნაყოფიერ არდადეგებს გისურვებთ!!!

ნანა ლომიძე said...

გამარჯობა ქალბატონო ეთერ!
შევქმენით ბლოგი,სადაც თანდათან შევიტანთ სიტყვებს,ფოტოებსა და ყველა იმ მასალას,რაც სრულყოფილს გახდის ჩვენს პროექტს.

პატივისცემით გორის მე-8 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა ლომიძე

eto paichadze said...

ქალბატონო ნანა,
მივესალმები თქვენს აქტიურობას, მომწერეთ თქვენი ბლოგის მისამართი, რათა პროექტის ბლოგზე დავდო.

ნანა ლომიძე said...

gilocavt soba-axal tsels!gisurvebt kvelafers sauketesos.chven chavitseret interviu da gvaqvs chanaxatebic.aucilebelia ese da leqsi?didi mondomebit da interesit mushaoben bavshvebi da ra tqma unda mec.
pativiscemit nana lomidze.
goris me-8 sajaro skolis qartuli enisa da literaturis mastsavlebeli

eto paichadze said...

ქალბატონო ნანა, გილოცავთ შობა–ახალ წელს! წარმატებული წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი მოსწავლეებისთვის ეს წელიწადი!
მისაბაძია თქვენი აქტიურობა არდადეგების დროს.
ძალიან მაინტერესებს თქვენი ნამუშევრების ხილვა და კარგი იქნება, თუ თქვენი ბლოგის მისამართსაც მომცემთ. რაც შეეხება ესეებსა და ლექსებს, თუ ბავშვებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ თავიანთი ნამუშევრები ამ სახით, ამას რა სჯობს.
მიხარია, რომ გორელები ასე ყოჩაღობთ!

ნანა ლომიძე said...

მოგესალმებით ქალბატონო ეთერ!ჩვენ არდადეგებზე ისევე ვმუშაობთ ამ პროექტზე, როგორც სწავლის პროცესში. უახლოეს დღეებში მოგაწოდებთ ჩვენი ბლოგის მისამართს, მართალია სრულყოფილი არ არის ჯერ, მაგრამ ალბათ მაინც საინტერესო იქნება. ველოდებით სურათებს, რომელიც უფრო გაამრავალფეროვნებს ჩვენს ნაშრომს.გორის მერვე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა ლომიძე.

eto paichadze said...

ქალბატონო ნანა, ინტერესით ველი თქვენს ბლოგს!

მანანა ნოზაძე said...

chemi azrit, am proeqtshi monawileoba yvela maswavlebelma rom miigos, udidesi sagandzuri sheiqmneboda.

ნანა ლომიძე said...

გამარჯობათ ქალბატონო ეთერ! მაინტერესებს პროექტში დაწვრილებით უნდა ჩანდეს თუ არა მიზანი, შედეგი, გაწეული მუშაობა და სხვა მსგავსი რაღაცები?
გორის მე-8 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა ლომიძე

eto paichadze said...

გამარჯობათ ქალბატონო ნანა, სასიხარულოა, რომ სკოლებში ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად გორი ისევ აქტიურობს.
თქვენ შეგიძლიათ ცალკე ბლოგი შექმნათ, სადაც ვრცლად ან მოკლედ აღწერთ ამ პროექტზე მუშაობის პროცესს. ამ ბლოგის ლინკსაც დადებთ თქვენს ძირითად ბლოგზე.

ნანა ლომიძე said...

გამარჯობა ქალბატონო ეთერ!
მოგეხსენებათ ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემები,მაგრამ ამის მიუხედავად მაინც დიდი მონდომებით ვმუშაობთ.ჩვენ გადავწყვიტეთ ანგლიზმების, ბარბარიზმებისა და ჟარგონების განთავსებაც. მაინტერესებს ცალკე ბლოგი უნდა შევქმნათ, თუ აქვე დავდოთ? ვადის გაგრძელება არის თუ არა შესაძლებელი?

eto paichadze said...

ქალბატონო ნანა, ვადის გაგრძელება შეიძლება, თუნდაც ამ სასწავლო წლის ბოლომდე. რაც შეეხება ბარბარიზმებს, ანგლიზმებსა და ჟარგონებს, აჯობებს მათთვის ცალ–ცალკე ბლოგები შექმნათ და ლინკებით ერთმანეთთან დააკავშიროთ.

ნანა ლომიძე said...

გამარჯობათ ქალბატონო ეთერ!
გიგზავნით ბლოგის ლინკს.
http://qartulenashigafantulimargalitebi.blogspot.com/
მართალია, ბლოგი დასრულებული არ არის მაგრამ ეს ინტერნეტის ბრალია და არა ჩვენი. ბლოგს ახლო მომავალში დავასრულებთ.
პატივისცემით
ნანა ლომიძე
გორის #8 საჯარო სკოლა

ნანა ლომიძე said...

მოგესალმებით ქალბატონო ეთერ!
მაინტერესებს თქვენი აზრი, მოგეწონათ თუ არა ჩვენ მიერ წამოწყებული საქმე,შეესაბამება თუ არა თქვენს მოთხოვნებს? მარტალია, დაუსრულებელია, მაგრამ ჩანს მიზანი.

გორის მე-8 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა ლომიძე

eto paichadze said...

ქალბატონო ნანა, გავეცანი თქვენს ნამუშევარს, სრულიად აკმაყოფილებთ პროექტის მოთხოვნებს, რაც მთავარია, შედგენილია ლექსიკონი და ჩანს თქვენი შემოქმედებითი მიდგომა პროექტისადმი,რაც მისასალმებელია და მისაბაძი. ველი კიდევ საინტერესო მასალებს. გისურვებთ წარმატებებს!