პროექტი – ენაში გაფანტული მარგალიტები

პროექტის სახელი: ენაში გაფანტული მარგალიტები
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მივიწყებული ქართული სიტყვებისა და გამოთქმების მოძიება შეგროვება.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მივიწყებულ ქართულ სიტყვებსა და გამოთქმებს, სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელ სიტყვებსა და გამოთქმებს. გამოიკვლევენ მათ წარმოშობას, მოიყვანენ მაგალითებს, დააკვირდებიან, რა ასახვა პოვეს ამ სიტყვებმა ლიტერატურაში, გეოგრაფიული ადგილების სახელწოდებებში, პიროვნებების მეტსახელებსა და გვარებში, გამოიკვლევენ, რომელი ფოლკლორული ან ლიტერატურული პერსონაჟი ასოცირდება ამ იშვიათ სიტყვებთან. მოსწავლეებს შეუძლიათ დაწერონ ესეები აღნიშნულ თემაზე, ასევე ლექსები. მოეწყობა ვიქტორინა . მოძიებული მასალებით შეადგენენ მევიწყებული ქართული სიტყვებისა და გამოთქმების ლექსიკონის ელექტრონულ ვერსიას.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: შეუზღუდავი
ვადები/ხანგრძლივობა: ექვსი თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ლიტერატურულ ნაწარმოებებში მაგალითების მოძიება, ვიქტორინისთვის კითხვარის შედგენა, ესეების დაწერა, ნამუშევრების განთავსება ბლოგში , ლექსიკონის ელ.ვერსიის შედგენა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მივიწყებული ქართული სიტყვებისა და გამოთქმების ლექსიკონის ელექტრონული ვერსია, მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ინტერვიუს აღების უნარებს.
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ქართული ენის ლექსიკის მარაგს, უკეთ გაიცნობენ საქართველოს კუთხეების თავისებურებებს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართულ ლიტერატურა – გაიღრმავებენ ცოდნას ლიტ.ნაწარმოებებით, ისტორია – ისტორიულ მოვლენებში პარალელებს გაავლებენ, გეოგრაფიაში – დააკვირდებიან, რა შესაბამისობაა სიტყვებსა და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას შორის, მათემატიკა – დაწყებით კლასებში დათვლის უნარს გაიუმჯობესებენ.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ქ.რუსთავის კერძო სკოლა "მილენიუმი", ქ.გორის #7, #8 საჯარო სკოლები, სოფ.ხიდისთავის საჯარო სკოლა, ქ.რუსთავის #11, #14, #21, #22, #23 საჯარო სკოლები, თბილისის #76, #77, #124, #180 საჯარო სკოლები, ხაშურის #7 საჯარო სკოლა, ქუთაისის #32 საჯარო სკოლა, ზუგდიდის #9 საჯარო სკოლა.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ეთერი პაიჭაძე, ქ.რუსთავის კერძო სკოლა "მილენიუმის" საინფორმაციო მენეჯერი
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: etuni13@gmail.com
პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?14@@.1e9ed06b/0
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://margalitebi.blogspot.com